24 დღეა, რიონის ხეობის მოსახლეობა ჟონეთში ღამეს

ათევს და ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერდა, თუმცა, მოსახლეობას არ სჯერა, რომ კომპანია სამუშაოების წარმოებაზე უარს იტყვის. მათივე თქმით, კომპანია სამუშაოებს მათ მოსატყუებლად დროებით აჩერებს.

კიდევ ერთი აქცია 22 ნოემბერს დაიგეგმა. რიონის ხეობის მოსახლეობა ჟონეთში, “ენკას” ოფისთან შეიკრიბება. 

“ჩვენი ბრძოლა არ დამთავრდება, ვიდრე კომპანია არ გავა ადგილიდან. შევიკრიბებით მანამ, სანამ ეს ბარბაროსობა არ აღიკვეთება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიწას,”-განაცხადა რიონის ხეობის მცხოვრებმა, ვარლამ გოლეთიანმა.

მოსახლეობა შიშობს, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობა საფრთხისშემცველია. შეიცვლება კლიმატი და ზიანი მიადგება სოფლის მეურნეობას. კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი ტერიტორია წყლით დაიფარება. საფრთხე ემუქრება ქუთაისსაც, ქალაქს 34-მეტრიანი ტალღა დაარტყამს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *