ქუთაისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება
ქუთაისში მთავარი საახალწლო
ნაძვის ხის აწყობა მიმდინარეობს. წელს ნაძვის ხეს განსხვავებული
დიზაინი ექნება. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პეტრე
ადამაძის ინფორმაციით,
ნაძვის ხის დიზაინი წელს დატვირთულია ქუთაისის თემატიკით.
"იქნება საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური იდეა. მორთული იქნება
ბაგრატის ტაძრის ორნამენტებით. ვფიქრობთ საზოგადოების მხრიდან
მოწონებას დაიმსახურება,"-განაცხადა პეტრე ადამაძემ.
ნაძვის ხესა და სხვა საახალწლო კონსტრუქციებზე ჯამში დაიხარჯება 140
000 ლარი.
მხოლოდ ნაძვის ხის მოწყობა 15 000 ლარით დაფინანსდება.
ქალაქში საახალწლო ილუმინაციების გარკვეული ნაწილი უკვე ჩართულია. 25
დეკემბრისთვის აინთება მთავარი ნაძვის ხე და ყველა ტიპის
განათება.
მასალის გამოყენების პირობები