ქუთაისში შპს “იმერეთში” დასაქმებულებმა საპროტესტო

აქცია გამართეს. ისინი მუშაობის უფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რადგან სავაჭრო მოლები ფუნქციონირებს, მუშაობის საშუალება მათაც უნდა მისცემოდათ. აქციის მონაწილეების განცხადებით, შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი, თუმცა, ხელისუფლება მათზე არ ფიქრობს.

“ვითხოვთ ბაზრის გახსნას. ერთი თვეა სახლში ვსხედვართ. გინდ კორონას მოვუკლივართ, გინდ შიმშილს. დავიცავთ ყველანაირ რეკომენდაციას. ოჯახში ერთადერთში შემომტანი ვარ და რით ვარჩინო ოჯახის წევრები. მხოლოდ ამ სამუშაოზე ვართ დამოკიდებული,”-ამბობენ აქციის მონაწილეები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მუშაობას აგრძელებენ აგრარული ბაზრები, ხოლო დღეიდან სავაჭრო მოლები გაიხსნა, თუმცა, მათ გარკვეული რეკომენდაციები უნდა დაიცვან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *