რიონის ხეობის მოსახლეობა უწყვეტ პროტესტს

აგრძელებს. ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც ადგილობრივები ყოველ ღამე იკრიბებიან და კარვებში ღამეს ათევენ. 64 ღამეა მოსახლეობა ადგილზე ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს და მოითხოვენ, რომ სამშენებლო კომპანია “ენკამ” ტერიტორია დატოვოს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ გიგანტური ჰესები მათს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ასევე, შეიცვლება კლიმატი, განადგურდება ვაზის უნიკალური ჯიშები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, წყლით დაიფარება წინაპართა საფლავები.

მოსახლეობა სახელმწიფოს უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათი კითხვები პასუხგაუცემელია.

მორიგი აქცია 29 დეკემბერს იგეგმება. 10:00 საათზე ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

ფოტო: რიონის ხეობის გადასარჩენად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *