ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული
ავტომაგისტრალის (E60) შემადგენელ - ქუთაისის შემოვლითი გზის
დამატებით 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
გაიხსნა.
ამ დროსითვის, უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი
დამატებითი ორი ზოლი. აშენებული მონაკვეთები ექსპლუატაციაში შევა
ეტაპობრივად.
ზაფხულში გახსნილ 19 კმ-იან ოთხზოლიან მონაკვეთს, დღეს დაემატა 12
კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალი. უსაფრთხოების პირობების
გათვალისწინებით, გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე კი, დროებით გაიხსნება
ორმხრივი მოძრაობა. შესაბამისად, დღეიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის
მაგისტრალით გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს,
გადაადგილების დრო კი განახევდება.
2020 წელს, როგორც დაგეგმილი იყო, სულ აშენდა 70 კმ ჩქაროსნული გზა,
რომელიც რამდენიმე კვირაში სრულად შევა ექსპლოატაციაში.
ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4
ლოტად. ახლად აშენებული მონაკვეთების ექსპლუატაციაში სრულად შესვლის
შემდეგ, ამ 4 ზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.
ქუთისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე, ახალი 2 ზოლის მშენებლობა
რამდენიმე კვირაში სრულად დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები