ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

,,მსუბუქი ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და ამ დროს ჩიხიდან გამომავალ მანქანას დაეჯახა, შემდეგ მის უკან მდგარი ავტომობილიც დაზიანდა. შეჯახების დროს ერთ-ერთი ავტომობილიდან გაზის ბალონი გადმოვარდა, კიდევ კარგი არ აფეთქდა, თორემ დიდი უბედურება დატრიალდებოდა,’’-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *