,,ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე’’- ამ სახელწოდების აქციით სამოქალაქო აქტივისტებმა მღვდელმსახურების მიერ ანტისემიტური განცხადებების გაკეთება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ქუთაისისთვის უცხოა ანტისემიტიზმი და სასულიერო პირების მიერ გაჟღერებული გამონათქვამები ქალაქის მოსახლეობის პოზიციას არ წარმოადგენს.

 

,,ქუთაისი არის კლასიკური ნიმუში ქართულ-ებრაული თანაცხოვრების. მსგავს გამოხტომებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს გამოხაურება როგორც საზოგადოების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. ასეთი განცხადებები მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ინერესებში შედის,’’-აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ხვიჩა ვაშაყმაზემ.

მისი თქმით, დეკანოზ ეს განცხადებები ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს.

რამდენიმე დღის წინ ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ქადაგების დროს ანტისემიური გამონათქვამები გამოიყენა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ანტისემიტური განცხადება გააკეთა დეკანოზმა ილია კარკაძემაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *