Ძლიერმა წვიმამ იმერეთის

მუნიციპალიტეტები დააზარალა. Დაიტბორა სახლები და სახნავ-სათესი მიწები. Სტიქიამ ზიანი ხარაგაულის, წყალტუბოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებს მიაყენა.

Ხარაგაულის მერიაში აცხადებენ, რომ ხანგრძლივი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ძირულამ დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, ბორითის თემში წაიღო დროებითი ხიდი, რის გამოც შეფერხდა სამანქანო გზით გადაადგილება, მოვარდნილმა ღვარცოფებმა და მეწყერულმა წარმონაქმნებმა დააზიანა საუბნო გზები. Მერიაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის არც ერთი სოფელი არ არის მოწყვეტილი გარესამყაროს.

Წყალტუბოს მერიაში ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლები არ დატბორილა, თუმცა, დაზიანდა სახნავ-სათესი მიწები. Მიმდინარეობს მდგომარეობის შესწავალა.

Სამტრედიის მერიაში ახადებენ, რომ სტიქიამ ბაში დააზარალა. Ადგილზე გასულია შესაბამისი ჯგუფები.

Იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ინფორმაციის მოძიება მიმდინარებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *