Ძლიერმა წვიმამ იმერეთის რამდენიმე
მუნიციპალიტეტი დააზარალა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა
სამტრედიის სოფელ ბაშში. Დატბორილია სახლები და სახნავ-სათესი მიწები.
Როგორც სამტრედიის მერიაში განაცხადეს, დაზარალდა 20-მდე ოჯახი.
Მათივე თქმით, სტიქიამ სახლები და მიწები დატბორა, თუმცა, არ დახოცილა
შინაური ფრინველი და მსხვილფეხა პირუტყვი.
წვიმის გამო იმერეთის მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე
კომენტარი იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ გააკეთა.
"Მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდენ შესაბამისი სამსახურები. Გზის
გაწმენდითი სამუშაოები მიდინარეობდა და მიმდინარეობს ახლაც. Შეიძლება
ითქვას, რომ გზა არსად არ არის ჩახერგილი. დღის განმავლობაში ყველა
სამსახური იქნება მობილიზებული,"-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
Სტიქიამ პრობლემები სამტრედიაში, წყალტუბოსა და ხარაგაულში შექმნა.
მასალის გამოყენების პირობები