Ნათლისღების დღესასწაულზე მდინარე რიონი აკურთხეს
19 იანვარს მართლმადიდებლური
ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. Ამ დღესთან დაკავშირებით
Ქუთათელ- გაენათელმა მიტროპოლიტმა Მეუფე იოანე გამრეკელმა ბაგრატის
ტაძარში წირვა- ლოცვა აღავლინა, მდინარე რიონი აკურთხა და ხალხს
ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
Სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა
იესო ქრისტე. საეკლესიო სწავლებით, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ
საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის
კურთხევის მსახურება სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის
განმავლობაში ინახება. ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც
ადამიანი ქრისტიანად ითვლება.
მასალის გამოყენების პირობები