Გელათის მონასტრის დროებითი გადახურვა დაზიანდა
Გელათის მონასტრის დროებითი გადახურვა დაზიანდა. Ინფორმაციას "ევროპა ჩვენი სახლია"-ს Წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი ავრცელებს. Მისი თქმით, დროებითმა გადახურვამ პირველივე თოვლს ვერ გაუძლო.

"Პირველივე თოვლმა, რომელიც არ იყო უხვი, დააზიანა სახურავი. Დროებითი გადახურვაც კოლაფსის პირას არის. Მინიმუმ სამ ლოკაციაზეა დაზიანებები. Ყველაზე რთული მდგომარეობაა დასავლეთის მკლავზე. Ჯერ ქარმა ააცალა სახურავი, ხოლო შემდეგ ნალექმა დააზიანა. Ახლა ადგილზე მთასვლელები მუშაობენ და სახურავის გადმოთოვლას ახდენენ. Დროებითი გადახურვა ზედაპირიდან ნალექის ეფექტურად გატანისთვის და ფრესკების დაცვისათვის იყო მოწყობილი, თუმცა, ეს ამოცანაც ჩავარდა,"-განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.

Გელათის მონასტრის დაზიანების ფაქტზე გამოძიება ფინანსურ ნაწილში დაიწყო. Საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. Პარტია "ლელომ" პროკურატურას მიმართა და გამოძიების დაწყება კვლავ მოითხოვა. Პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტული სახელმიფო უწყებების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.


| Print |