Რიონის ხეობის მოსახლეობა მორიგ საპროტესტო

multicat=36 Აქციას გეგმავს. Ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამჯერად 7 თებერვალს შეიკრიბებიან. Საპროტესტო აქცია სოფელ ჟონეთში, 13:00 საათზე ჩატარდება. Აქციის მონაწილები შეიკრიბებან იქ, სადაც კარვებში უკვე 93-ე ღამეს ათევენ.

მოსახლეობა კიდევ ერთხელ გაახმოვანებს მათს მოთხოვნას, რომ კომპანია “ენკამ” ადგილიდან სამშენებლო ტექნიკა გაიყვანოს.

Აქციის მონაწილეების თქმით, ჰესის მშენებლობა მათს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. დაიტბორება სახლები და სახნავ-სათესი მიწები. Შეიცვლება კლიმატი და განადგურდება ვაზის უნიკალური ჯიშები. Ავარიის შემთხვევაში, საფრთე ქუთაისსაც ემუქრება.

Რიონის ხეობის მოსახლეობის მეორე ნაწილი კი მშენებლობის განახლებას ითხოვს. Ისინი ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ხეობა განვითარდება და შეიქმნება სამუშაო ადგილები. Მოსახლეობა ამბობს, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობაში საფრთხეებს ვერ ხედავენ.

Ფოტო:ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *