ტყიბულში მუშები პროტესტის ნიშნად შახტში ჩავიდნენ

multicat=36 და ამოსვლაზე უარს ამბობენ. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, პროტესტის ამ ფორმას 9 დასაქმებულმა მიმართა. მისი თქმით, მეშახტეების პროტესტი იანვრის თვეში ხელფასების განახევრებამ გამოიწვია. დოლაბერიძე ამბობს, რომ იანვრის თვეში შედარებით მცირე რაოდენობის ნახშირის მოპოვება მოხდა, რადგან ხანძარსაშიშროება იყო და მეშახტეები მთელი თვის განმავლობაში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ.

“პროფკავშირები ვიზიარებთ იმას, რომ კომპანიის მიდგომა არ იყო სამართლიანი, რადგან ჯერ უნდა დაადგინო, რის გამო არ შესრულდა გეგმა. თუ დასაქმებულთა ბრალი არ გამოიკვეთება, მათ არ უნდა იზარალონ. ისინი სრული ხელფასის აღებას ითხოვენ, რადგან მათ მთელი თვის განმავლობაში იმუშავეს. ეს იყო მენეჯმენტის მხრიდან არასწორად დაგეგმილი საქმე,”-ამბობს დოლაბერიძე.

თამაზ დოლაბერიძე აცხადებს, რომ კომპანიის მხრიდან ადეკვატურ ნაბიჯებს ელოდებიან, თუმცა, მისთვის ცნობილია, რომ იმ მეშახტეების, რომელთაც პროტესტი გამოხატეს, შინაგანაწესის დარღვევის გამო სამსახურიდან გაშვებას აპირებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *