ჭიათურაში "კვირას" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1991 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, შპს "მედიაჰოლდინგი კვირას" ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტსა და ოპერატორს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მიიმალნენ.

პოლიციამ რ.ა. და გ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულების სახით დააკავა.

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისი ქალთა მოძრაობის მიერ დაგეგმილ 100 დღიან საპროტესტო
16:41 / 24.02.2021
ქუთაისი ქალთა მოძრაობის მიერ დაგეგმილ 100 დღიან საპროტესტო
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მორიგ
14:34 / 24.02.2021
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მორიგ
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მორიგ
14:34 / 24.02.2021
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მორიგ
სამტრედიაში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
13:00 / 24.02.2021

სამტრედიაში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -7 - 4 °C
img
ქუთაისი 1 - 9 °C
img
ბათუმი 5 - 9 °C
img
სოხუმი 3 - 10 °C
img
ფოთი 3 - 9 °C
img
თელავი -6 - 3 °C
img
მესტია -12 - 0 °C
img
ზუგდიდი 1 - 9 °C
img
ბორჯომი -6 - 4 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
ქვეყანაში კოვიდის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება
15:34 / 24.02.2021
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დასრულდა. საბჭომ შეზღუდვების
როგორ აფასებენ ნიკა მელიას დაკავებას მოქალაქეები
18:18 / 23.02.2021

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას დაკავებას უკანონოს უწოდებენ და ამბობენ,

 ,,სახეცვლილი ბოლშევიკები თავისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან’’-როგორ აფასებენ ნიკა მელიას დაკავებას პოლიტიკოსები
13:09 / 23.02.2021

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკანონოს უწოდებენ და ამბობენ,

თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას ქუთაისიდან შეუერთდებიან
12:29 / 23.02.2021
თბილისში დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას სხვადასხვა