ონისა და ნამახვანის ჰესზე პეტიციას შესაბამის სამინისტროს გადაუგზავნიან
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ონისა და ნამოხვანჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პეტიცია განიხილა, რომელსაც ხელი 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. კომიტეტის სხდომაზე პეტიცია მოძრაობა "რიონის ხეობის გადასარჩენად" წევრმა, ვარლამ გოლეთიანმა წარადგინა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, პეტიცია შესაბამის სამინისტროში გადაიგზავნა, რის მიზეზადაც კომიტეტში საკმარისი რესურსის არ არსებობა დასახელდა.

"პეტიცია გადაეგზავნა შესაბამის სამინისტროს. იმ სამინისტროს, რომელმაც თვითონ ნამოხვანის ჰესის პროექტი მოამზადა. ის ინსტიტუციებია ჩართული, რომელთაც ნებართვები გასცეს ამ პროექტებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ამას დიდი შედეგი ვერ ექნება,"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანი ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლდა და გვიან ღამით კომენდანტის საათის დროს მიმდინარეობს.

ჰესის მშენებელმა კომპანიამ კი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიმართ მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ნათქვამია, რომ პეტიციის ავტორებს შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა, რადგანაც ისინი ამტკიცებენ, თითქოს "ნამახვანის კასკადი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონის მდგრად განვითარებას", ყოველგვარი დასაბუთებისა და მყარი არგუმენტების გარეშე.

"ჩვენ პატივს ვცემთ აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მიზანმიმართულ კამპანიასთან, რომლის ერთადერთი ამოცანაა - 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებისთვის ხელის შეშლა და ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის სრული გაჩერება,"-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

თვეებია მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებლობა მათს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლებმა ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გამართეს.
18:44 / 27.02.2021

ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გამართეს.

ქუთაისში მზეჭაბუკის ძეგლის მოწყობის სამუშაოები
14:47 / 26.02.2021
ქუთაისში მზეჭაბუკის ძეგლის მოწყობის სამუშაოები
რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
11:52 / 26.02.2021
რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 3 - 12 °C
img
ქუთაისი 5 - 16 °C
img
ბათუმი 5 - 13 °C
img
სოხუმი 4 - 11 °C
img
ფოთი 6 - 11 °C
img
თელავი 3 - 11 °C
img
მესტია -7 - 1 °C
img
ზუგდიდი 4 - 12 °C
img
ბორჯომი -1 - 7 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში განახლდება
18:27 / 26.02.2021

1-ლი მარტიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა
12:45 / 26.02.2021
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა.
თბილისში ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან
11:26 / 26.02.2021
დღეს, თბილისში დაგეგმილ ნიკა მელიას მხარდამჭერ
ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს სოციალური მუშაკის შტატი დაემატა
16:51 / 25.02.2021
ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს სოციალური მუშაკის