სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, სამართალდამცველები სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ.

 

ამ დროისთვის აქტივისტები გუმათჰესთან არიან გაჩერებული. მათი ინფორმაციით, პოლიცია მიზეზის დაუსახელებლად სოფელში შესვლის უფლებას არ აძლევს.

,,პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ ჩვენს აქტივისტებს არ უშვებენ, დანარჩენ ავტომობილებს თავისუფლად ატარებენ. აფეთქებითი სამუშაოები დასრულებულია, ამიტომ გაუგებარია რა მიზეზით გვეუბნებიან უარს. ყველაზე შეურაცხმყოფელი ისაა, რომ მიზეზსაც არ გვისახელებენ,’’-ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი, მარიტა მუსელიანი.

უკვე 120 დღეა ადგილობრივები სოფელ ნამოხვანში კაშხლის მშენებლობას აპროტესტებენ. აქტივისტებს რიონის ხეობაში საპროტესტო კარვები აქვთ გაშლილი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *