რიონის ხეობაში სამშენებლო ტექნიკის შესვლას კვლავ დაპირისპირება მოჰყვა
კვლავ დაპირისპირება იყო რიონის ხეობაში. ტერიტორიაზე, სადაც ნამახვანჰესი შენდება, ადგილობრივები სამშენებლო ტექნიკას გავლის საშუალებას არ აძლევდნენ. აღნიშნულს სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე სიტუაციის დაძაბვა კომპანიის მენეჯერის გამოჩენამაც გამოიწვია, რომელიც თურქულ ენაზე მათ შეურაცხყოფას აყენებდა. მოსახლეობა ამბობს, ძალის დემონსტრირება ვერ შეაშინებთ და მშენებლობა ყოველთვის სამართალდამცველების დახმარებით ვერ გაგრძელდება.

"ეს შეხლა-შემოხლა სამუშაო ადგილზე ტრაქტორის შემოყვანას მოყვა. დაახლოებით 300 პოლიციელია ადგილზე მობილიზებული. ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, თუმცა, ვრჩებით ადგილზე. დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა,"-ამბობს ადგილობრივი, ვარლამ გოლეთიანი.

მოსახლეობა მორიგ საპროტესტო აქციას გეგმავს. ისინი კვირას, სოფელ ოფურჩხეთში, 13:00 საათზე შეიკრიბებიან.

თვეებია, რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესებს მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებლობის შემთხვევაში მათს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამუშაოებს თურქული კომპანია "ენკა" ახორციელებს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლებმა ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გამართეს.
18:44 / 27.02.2021

ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გამართეს.

ქუთაისში მზეჭაბუკის ძეგლის მოწყობის სამუშაოები
14:47 / 26.02.2021
ქუთაისში მზეჭაბუკის ძეგლის მოწყობის სამუშაოები
რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
11:52 / 26.02.2021
რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -1 - 9 °C
img
ქუთაისი 2 - 11 °C
img
ბათუმი 3 - 8 °C
img
სოხუმი 1 - 9 °C
img
ფოთი 4 - 8 °C
img
თელავი 0 - 7 °C
img
მესტია -14 - -2 °C
img
ზუგდიდი 1 - 9 °C
img
ბორჯომი -7 - 3 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში განახლდება
18:27 / 26.02.2021

1-ლი მარტიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა
12:45 / 26.02.2021
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა.
თბილისში ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან
11:26 / 26.02.2021
დღეს, თბილისში დაგეგმილ ნიკა მელიას მხარდამჭერ
ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს სოციალური მუშაკის შტატი დაემატა
16:51 / 25.02.2021
ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს სოციალური მუშაკის