რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ

აქციაზე დაკავებული აქტივისტი გაათავისუფლეს. ლაშა მიქაუტაძეს 2 000 ლარიანი გირაოს თანხა ადგილობრივებმა და ემიგრანტებმა შეუგროვეს. მიქაუტაძე სამართალდამცველებმა ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

“როდესაც პოლიციამ წაიყვანა, ამბობდნენ, რომ ლაშამ ქვა ტრაქტორის მიმართულებით ისროლა. პირადად მე არ დამინახავს. ძალადობის მუხლი, ჩემი პირადი შეფასებით, გადამეტებული იყო,”-ამბობს მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისათვის” წევრი, ვარლამ გოლეთიანი.

აქცია, რომელსაც სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება და ერთი პირის დაკავება მოჰყვა, 23 თებერვალს გაიმართა.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მორიგ საპროტესტო აქციას გეგმავენ. მასშტაბური აქცია 28 თებერვალს, სოფელ ოფურჩხეთში გაიმართება. აქციის მონაწილეები კომპანია “ენკას” ოფისთან 13:00 საათზე შეიკრიბებიან.

თვეებია, რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესებს მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებლობის შემთხვევაში მათს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

სამუშაოებს თურქული კომპანია “ენკა” ახორციელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *