ქუთაისში მზეჭაბუკის ძეგლის მოწყობის სამუშაოები

მიმდინარეობს. როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განყოფილების უფროსმა, ზურაბ სარალიძემ განაცხადა, უკვე დასრულდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციისა და ფუნდამენტის მოწყობის სამუშაოები, რის შემდეგადაც მოხდება გრანიტის ფილებით მოპირკეთება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიდგმება ძეგლი.

მზეჭაბუკის ძეგლი უკვე ქუთაისშია და როგორც სარალიძე ამბობს, გაწმენდილია და მას ბუნებრივი ფერი უკვე დაუბრუნეს. ძეგლის მონტაჟის დასრულების შემდეგ მოედანი მოეწყობა, რისთვისაც ცალკე ტენდერი გამოცხადდება.

ძეგლის მონტაჟის დასრულების ვადა 23 მარტია.

“მზეჭაბუკი” ქუთაისს 11 წლის შემდეგ უბრუნდება. ამ დრომდე ძეგლი თბილისში, ავტორის სახელოსნოში ინახებოდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “დეკორაციების და ქანდაკებების სახლი” ასრულებს. კომპანია თბილისშია რეგისტრირებული. შპს სამუშაოებს 78 960 ლარად ახორციელებს.

მერაბ ბერძენიშვილის “მზეჭაბუკი” “დიდების მემორიალის” ნაწილი იყო და 2009 წელს მის აფეთქებამდე აიღეს. მის ადგილზე ქუთაისის პარლამენტის შენობა აშენდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *