რიონის ხეობის მოსახლეობა დღეს

Საპროტესტო აქციას გამართავს. Თავდაპირველად, აქცია ოფურჩხეთში დაიგეგმა, თუმცა, ის ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. Აქცია 13 საათზე დაიწყება.

Ადილობრივების მოთხოვნები უცვლელია: გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”; მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; კომპანია “ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა.

Ადგილზე უკვე იკრიბებიან აქციის მონაწილეები. Მათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან და ქალაქებიდან შეუერთდებიან.

126-ე ღამეა რიონის ხეობის მოსახლეობა კარვებში ათენებს. Ისინი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში მათს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *