საწვავის გაზრდილ ფასზე პროტესტის ნიშნად მოსახლეობამ

ავტობანზე, სიმონეთის მონაკვეთის გადაკეტვა სცადა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეებს შორის არის პოლიტიკოსი გოგი წულაიაც. რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებსა და გოგი წულაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

,,ფასები ისე იზრდება, ამ პოლიციელებს ხელფასს ვეღარ მისცემენ. მერე შვილები ჩახედავენ თვალებში და ეტყვიან, რომ ხელს უშლიდა ადამინს, რომელიც მათ მომავალს იცავდა,”-ამბობს გოგი წულაია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *