ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და სოფლის მეორნეობის მინისტრმა

ლევან დავითაშვილმა ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრიდან რამდენიმე წუთში ქუთაისის მერიის შენობა დატოვეს. ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ მინისტრები შეხვედრიდან ისე წავიდნენ, რომ მიზეზი არ განუმარტავთ. შეხვედრა ექსპერტებთან გაგრძელდა. სამოქალქო აქტივისტები ამ ფაქტს მოსახლეობის შეურაცხყოფად აფასებენ და ამბობენ, რომ მინისტრებმა საზოგადოება მასხრად აიგდეს.
,, თქვა, რომ ჟურნალისტებს კომენტარს მისცემდა, გავიდა გარეთ და წავიდა, რისთვის ჩამოვიდნენ? ” – სვამს კითხვას სამოქალაქო აქტივისტი, ხვიჩა ვაშაყმაძე. 
,, ჩვენ კითხვები გვქონდა მინისტრებთან, მაგრამ მათ შეხვედრა დატოვეს. ამბობდნენ ნამოხვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით აქამდე კომუნიკაციის პრობლემა იყო და ამიტომ ჩნდება ამდენი კითხვაო, ეს არის კომუნიკაცია? გვინდოდა კითხვებზე პასუხები მოგვესმინა. რისთვის ჩამოვიდნენ? მხოლოდ იმისთვის, რომ ჟურნალისტებისთვის პასუხი გაეცათ?,”-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი.
სამოქალაქო აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ექსპერტებთან საუბარს არ აპირებენ, რადგან კითხვები მინისტრებთან ჰქონდათ და პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *