გუშინდელი საპროტესტო აქციის შემდეგ, რიონის

multicat=36 ხეობის “მცველებმა” ღამე ქუთაისის ცენტრში, მანქანებში გაათენეს. ეს უკვე პროტესტის 141-ე ღამეა. ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა ნამოხვანში გადაინაცვლეს. როგორც რიონის ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი ამბობს, ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა და კომპანია სამუშაოებს არ აწარმოებს. გოლეთიანის თქმით, “ენკას” სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ.

შეგახსენებთ, 14 მარტს ქუთაისში მასშტაბური აქცია გაიმართა. რიონის ხეობის მოსახლეობას მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქიდან შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნებს კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა-გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. რიონის ხეობის “მცველები” თავს შეურაცხყოფილად მას შემდეგ გრძნობენ, რაც მინისტრებმა ქუთაისში გამართული შეხვედრა 9 წუთში გაფრთხილების გარეშე დატოვეს.

თვეებია ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, მათს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *