ქუთაისის დევნილთა დასახლებაში 73 წლის ქალი

გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. მეზობლები აცახდებენ, რომ მიზეზი სასწრაფოს დაგვიანებაა. ადგილობრივებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში რამდენჯერმე დარეკეს, თუმცა, მათი თქმით, ბრიგადა ადგილზე დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მივიდა.

“ქალბატონი ჯანმრთელი იყო. უეცრად გახდა შეუძლოდ. მხოლოდ მე სამჯერ დავრეკე სასწრაფოში. სასწრაფო არ მოვიდა დროულად. სასწრაფოს უკვე გარდაცვლილი დახვდა,”-განაცხადა მეზობელმა, ვეფხია მიქაუტაძემ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარება ადგილზე გამოძახებიდან 8 წუთში მივიდა, თუმცა, ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *