ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების

დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის აზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 28 წლის კაცი თანამესაკნეებმა საკნის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მას ყელის არეში აღენიშნებოდა სავარაუდოდ ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა. უწყების პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ პატიმარი გარდაცვლილი 31 მარტს, 16:00 საათის შემდეგ იპოვეს.

უწყების განმარტებით, პატიმარს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

საქმეზე გამოძიება დაიწყო.

თანამესაკნეების გადმოცემით გარდაცვლილმა 31 მარტს, შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან განახორციელა სატელეფონო ზარი, რა დროსაც შეატყობინეს დედის გარდაცვალების ფაქტი.

გარდაცვლილი პატიმარი კორონავირუსისგან გარდაცვლილი ლანჩხუთელი ექიმის ნანა ცინცაძის შვილი იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *