ნამოხვანჰესის მშენებლობის

მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში საპროტესტო აქციას მართავენ. Ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პოლიცია გადაადგილებისა და ნამოხვანში მისვლის საშუალებას არ აძლევენ. Აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიცია ამ ქმედებას დაძაბულობის თავიდან არიდების საშუალებად მიიჩნევს, თუმცა მოქალაქეები აღნიშნულს გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ.

Რიონის ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ გუმათში კარავს გაშლიან და პარალელურად პროტესტი კვლავ გაგრძელდება ნამოხვანში.

ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული არიან სამართალდამცველები და წყლის ჭავლის მანქანა.

Რიონის ხეობის მოსახლეობა თვეებია ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *