ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, გამწვანების პროექტი დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

 

მერიის ინფორმაციით,  პირველი სკოლისა და ცენტრალური ბაღის მიმდებარედ განახლდა გაზონები და დეკორატიული მცენარეები დაირგო. მარადმწვანე მუხის, ირმის რქის, ტუია „სმარაგდას“, დამფენი ღვიას ნერგები პროექტის მონაწილეებმა სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით დარგეს.

 

გამწვანების პროექტში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ქუთაისის მერი, მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთნენ.

 

„ჩვენ დავიწყეთ გამწვანების პროექტები ქალაქის სხვადასხვა უბანში. მისასალმებელია, რომ ასეთ პროექტებში ყოველთვის აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდები- სტუდენტები, მოსწავლეები. ამჯერადაც, რუსთაველის ქუჩაზე ერთად დავრგეთ დეკორატიული მცენარეები და განვაახლეთ გაზონები,“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *