ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

თვითმხილველები თქმით, ახალგაზრდა გოგონა გზაზე გადადიოდა, რა დროსაც ფორდის მარკის ავტომობილი დაეჯახა.

,, საშინელი ხმა გავიგონე, გამოვედი და დავინახე როგორ ისროლა მანქანამ ახალგაზრდა გოგო. ორი ავტომობილი მოდიოდა. ერთმა გააჩერა, მეორემ გაჩერება ვერ მოასწრო და დაეჯახა,” _ამბობენ თვითმხილველები.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *