ქუთაისში, “9 აპრილის” მემორიალთან, დამოუკიდებლობისათვის

ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ პატივი მიაგეს 9 აპრილის გმირებს.

დღესვე 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტო – გამოფენა მოეწყო.

“ქართველი ხალხისთვის ეს დღე განსაკუთრებულია. გარდა იმისა, რომ 9 აპრილს ერმა დამოუკიდებლობის ნება გამოხატა, მომხდარიდან ორ წელიწადში ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა.
მადლობა მათ, ვინც იბრძოდა და შეეწირა ქვეყნის დამოუკიდებლობას!”- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *