სოფელ გუმათში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები

მოითხოვენ, მათ პოლიციამ განუმარტოს, რატომ არ ეძლევათ ბლოკპოსტის გავლის შესაძლებლობა და ნამოხვანში გადაადგილება. რიონის ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მოსახლეობა პროტესტის მშვიდობიან ფორმას მიმართავს და ისინი სიმბოლურად აწეული ხელებით გადაადგილდებიან. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაიხსნას გზა და ისინი ბლოკპოსტზე გაატარონ. მათი თქმით, სახელმწიფო დიალოგის რეჟიმში უნდა გადავიდეს. 

“ჩვენ ვმართავთ მშვიდობიან აქციას. დღესაც დავიძარით ხელებაწეული და გვინდა რომ გაგვატაროს პოლიციამ ნამოხვანის მიმართულებით, საკუთარ მიწაზე. კანონიერი საფუძველი იმისა, რომ მათ ამაში შეგვაფერხონ, არ აქვთ. მოვითხოვთ, ჩვენი კანონიერი და კონსტიტუციური უფლება არ შეზღუდონ, გაგვატარონ საკუთარ მიწაზე მშვიდობიანი პროტესტის ჩასატარებლად. ვცდილობთ, მივიღოთ ახსნა-განმარტება, რატომ არ გვაძლევენ ამის უფლებას,”-ამბობს რიონის ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი.

ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები. 

ამ წუთებში ადგილობრივი “ენკას” ადმინისტრაციისაკენ მსვლელობას აწყობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *