Რიონის ხეობის “მცველებმა”

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს ბოლოჯერ მიმართეს. Ამის შემდეგ ისინი რიონის ხეობაში ჩავლენ, სადაც პოლიციამ უკვე აღმართა ბარიკადები.

Რიონის ხეობის “მცველებმა” მათი შეკრების მიზანი და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. Ვარლამ გოლეთიანის თქმით, 200 დღეზე მეტია “მცველები” უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ, თუმცა, მათს კითხვებზე ხელისუფლებას პასუხები ამ დრომდე არ ჰქონია. Გოლეთიანის განმარტებით, თუ ხელისუფლება ხალხის ძალას ანგარიშს არ გაუწევს, ჩამოიშლება.

თბილისში საპროტესტო აქცია 4 დღის განმავლობაში მიდინარეობდა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა, შეწყდეს ყველა ხელშეკრულება, გადადგეს და პასუხისმგებლობაში მიეცეს ნათია თურნავა, დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი, გამოცხადდეს მორატორიუმი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *