საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის

508 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 35 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეხუთე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 536 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 173 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 17 პირი. თვითიზოლაციაშია 1 728 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 481 პირი. გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 340 838-ს.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 323 409-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 699 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *