რიონის ხეობის “მცველი” მარიტა მუსელიანი შსს-ს მიერ

გამოძიების დაწყებას პასუხობს. მუსელიანი ამბობს, რომ გამოძიების დაწყება იმ ჯებირის დაზიანებაზე, რომლის არსებობაც არაკანონიერია, აბსურდულია. მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორები მოუწოდებდნენ მონაწილეებს, გამოეყენებინათ მხოლოდ მუშტები, ამიტომ, მუსელიანი ეჭვობს, რომ ბარიკადების დაზიანება აქციის მონაწილეების მხრიდან მომხდარიყო.

“მე ასე ჩავთვალე, რომ რაღაც რეაგირება რომ მოეხდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახე არ დაეკარგა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რაღაც კანონიერს აკეთებს, ამიტომ გადადგეს ეს ნაბიჯი. ჯებირი, რომელიც საერთოდ არ შეიძლება იდგას და მისი კიდის გადაკეცვაზე შეედავო ვინმეს, არის აბსურდი. ისიც საკითხავია, მართლა გადმოკეცეს თუ არა აქციის მონაწილეებმა. ჩვენ ვესწრებოდით მთელ პროცესს და მხოლოდ ხელების ბრახუნი იყო. ჩვენი მოწოდება არ იყო კიდეების გადმოკეცვა, ჩვენ ვიყავით აქ და ჩვენ თვალწინ ეს არ გადმოკეცილა. შეიძლება მოხდა, რომ ვიღაცამ ჯოხი დაარტყა, თუმცა, ორგანიზატორების მხრიდან იყო მითითება, რომ ეს არ გაეკეთებინათ. თუ ვინმემ გადაკეცა, ჩემთვისაც საინტერესოა, ვიყო ყურადღებით იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ ითვალისწინებს ჩვენს მითითებებს,”-თქვა მუსელიანმა.

მუსელიანის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით გამოკითხვაზე არავინ დაუბარებიათ.

ხეობის “მცველები” მომავალ გეგმებზე არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *