ხმაური და დაპირისპირებაა რიონის

Ხეობაში. Ხეობის მცელებმა პროტესტი კვლავ რკინის ბარიკადებზე მუშტების დარტყმით გამოხატეს. Ამის შემდეგ მათ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. Აქციის მონაწილეები ხელებაწეული გადაადგილებას ცდილობდნენ. Აღნიშნულს პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

Პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.

Აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან მათი კონსტიტუციური უფლება ირღვევა.

“Ბარიკადს იქეთ 2 ადამიანი გადაიყვანეს. Სახალხო დამცველის წარმომადგენელი გადასულია ამბის გასარკვევათ. Მოწოლის დროს გადაიყვანეს ეს ორი პიროვნება. Მშვიდობიან ფორმებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავიდეთ მეორე მხარეს,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. Მისივე განმარტებით, დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.

Გოლეთიანი ამბობს, რომ მსგავსი პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

Სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, დაკავება 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა და ახლა ისინი იზოლატორში გადაჰყავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *