პროტესტის 218-ე ღამე დაძაბული იყო რიონის

ხეობაში. აქციის მონაწილეებმა გასული ღამე კვლავ რკინის ჯებირებთან გაატარეს. ისინი მუშტების დარტყმით კვლავ პროტესტს გამოხატავდნენ. იყო პოლიციასთან დაპირისპირებაც, როდესაც ხეობის “მცველები” ჯებირებს მიღმა გადასვლას და ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობდნენ. გასულ ღამეს პოლიციამ 8 აქტივისტი დააკავა.

რიონის ხეობის “მცველებს” ჩაკეტილი აქვთ ხეობის შესასვლელები. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები სამშენებლო კომპანია “ენკას” ტექნიკას გადაადგილების საშუალებას კვლავ არ აძლევენ. 

“საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება მანამ, სანამ მთელი ეს პროცესი არ გადაწყდება ხალხის სასარგებლოდ. ჩვენ ვიყავით 5 ადამიანი, როდესაც დავიწყეთ ეს პროტესტი. როდესაც გავიგეთ, რომ ხელშეკრულებით დათმობილია სახელმწიფო ინტერესი, გაჩნდა უამრავი კითხვა, რომელზეც არ არსებობდა პასუხები სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ გადავიდა ჩვენი პროტესტი ამ ფორმაში,”-განაცხადა ვარლამ გილეთიანმა.

რიონის ხეობაში აქტივისტები რიონის ხეობაში 26 მაისს დაბრუნდნენ, სადაც მათ საპოლიციო ძალები და რკინის ჯებირები დახვდათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *