Რიონის ხეობის “მცველები”

კომპანია “ენკას” ბაზასთან არიან შეკრებილები. Მათ ხეობაში შესასვლელი ბლოკირებული აქვთ. Აქციების მონაწილეები კომპანია “ენკას” მანქანებს ხეობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ, თუმცა, ხეობიდან გამოსვლა და ქუთაისისაკენ გადაადგილება ნებადართულია. Შეკრებულებმა ე.წ “სირცხვილის კორიდორი” მოაწყვეს და ხეობიდან გამოსულ “ენკას” მანქანებს ხმაურით, სტვენითა და შეძახილებით “წადი” დახვდნენ.

Ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანია, ხეობაში სამუშაო პროცესს ხელი შეუშალონ. Მისივე განმარტებით, ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის გადაადგილება ორივე მიმართულებით ნებადართულია.

Რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, აქციების მონაწილეები გზის გახსნას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ხმაური დღეს ღამითაც გაგრძელდება. Მათივე განმარტებით, შემდგომი ნაბიჯები განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *