რიონის ხეობაში კომპანია “ენკას” ავტომობილი, რომელსაც, სავარაუდოდ,

საწვავი გადაჰქონდა პოლიციის თანხლებით შეიყვანეს. როგორც ხეობის “მცველი” მარიტა მუსელიანი ამბობს, ტექნიკის შეყვანა ტვიშის მხრიდან მოხდა. მისი ინფორმაციით, ადგილზე იყო დაპირისპირებაც.

“ჩემი ინფორმაციით, ეს მოხდა ტვიშის მხრიდან. დიდი რაოდენობით პოლიციის თანხლებით გააკეთეს კორდონი და შევიდა “ენკას” მანქანა. როგორც ვიცი იქ იყო დაპირისპირება, მაგრამ არ ვფიქრობ ისეთი რამე მომხდარიყო, ვინმეს დაჭერის საფუძველი იყოს. ამბავი ახლახანს მოხდა. როგორც გაგვაგებინებს, გაფრთხილებული ჰყავთ ხალხი რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ შეიძლება,”-ამბობს მარიტა მუსელიანი.

რიონის ხეობის მოსახლეობამ 226-ე ღამე კარვებში გაათია. მათი უწყვეტი პროტესტი არ წყდება. ადგილობრივები ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *