პოლიციელზე თვდასხმის ბრალდებით

დაკავებულ დავით ხუციშვილის ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რასაც რიონის ხეობის “მცველები” აპროტესტებენ. Მათი თქმით, ბრალდება დაუსაბუთებელია და პროცესი პოლიტიზირებულია.

“Აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო ის ბრალდება, რაც პროკურორმა დააყენა და სამწუხაროა, რომ მოსამართლემ გაიზიარა ეს ბრალდება და დავითი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. Ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია. Სასამართლო სისტემა პოლიტიკური ნების გამტარია. როდესაც ჩაინიშნება საბოლოო პროცესი, ჩვენ გაცილებით დიდი რაოდენობით შევიკრიბებით,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

Პოლიციამ Დავით ხუციშვილი 29 მაისის აციასთან დაკავშირებით დააკავა. Შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული სოფელ გუმათში პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *