მედიაციის დაწყებამდე, ევროკავშირის ჩართულობით

ხელისუფლებასა და ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებს შორის გამართული შეხვედრა 9 საათის განმავლობაში გაგრძელდა. რიონის ხეობის “მცველების” მთავარი პირობები ბარიკადების აღება, ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა და სამუშაო პროცესის შეჩერება იყო. 

რიონის ხეობის “მცველის” ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეთანხმება შედგა და მათ მოთხოვნების დაკმაყოფილების დაპირება მიიღეს. 

“შეხვედრაზე დავაყენეთ ბიჭების გათავისუფლების საკითხი. მოვუწოდეთ ხელისუფლებას, შეწყდეს რეპრესიები და ჩვენი თანამებრძოლების დევნა. ასევე, დაყენებული იქნა საკითხი ჩვენი პროტესტის კვლავ ნამოხვანში გადატანის. თუ ეს პირობები შესრულდება, ვიმსჯელებთ შემდგომ ნაბიჯებზე,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ხელისუფლებას ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ვადა პარასკევამდე 18 ივნისამდე აქვთ.

რიონის ხეობის “მცველებს” ხეობაში შესასვლელი გზები ბლოკირებული აქვთ და კომპანიას საწვავის შეტანის საშუალებას არ აძლევენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *