რიონის ხეობის “მცველებმა” ნამოხვანში ხელისუფლების

მიერ პროტესტის გასაგრძელებლად შეთავაზებული ტერიტორიები პოლიციასთან ერთად დაათვალიერეს. ხეობის “მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ტერიტორიების ნაწილი მნიშვნელოვნად არის დაშორებული სამშენებლო მოედნებიდან და მათი პროტესტის ძირითადი ადგილიდან.

“რაც ვნახეთ, პრაქტიკულად არსად დადგომა არ შეიძლება, გამომდინარე იქედან, რომ პირდაპირ ფერდი ადგილებია, მთის კალთაა და კარავს ვერ გაშლი, ან არის რიონის პირი ან არის გზიდან დაშორებული ან ტელეფონი არ იჭერს. ამ ნაწილში ვერ დავთანხმდებით,”-ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობის მცველებს თავდაპირველად კარავი ნამოხვანში, ლალი ეფრემიძის მინაზე ჰქონდათ გაშლილი, თუმცა, პოლიციამ მათი კარვები დაშალა და ტერიტორია გადახნა. ამჯერად კი შეთავაზებულ ადგილებს შორის ერთ-ერთი ლალი ეფრემიძის მიწის მოპირდაპირე მხარეს არსებული მიწაა.

რიონის ხეობის “მცველებისთვის” გაუგებარია, კარვების დაშლის დროს რატომ უთხრა ხელისუფლებამ მათ უარი შეთავაზებულ ლოკაციაზე გადასვლაზე და რატომ გახდა ახლა ეს ნებადართული, როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს მიწაც კომპანიის საკუთრებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *