დავით აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე საგზაო-ინფრასტრუქტურული

სამუშაოების გამო, 2 ივლისიდან იკეტება აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი, ნინოშვილის ქუჩის კვეთიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე.

აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეწყდება ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა. აქედან გამომდინარე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტები იმოძრავებენ ალტერნატიული სვლაგეზებით, კერძოდ:

აღმაშენებლის გამზირზე, აღმოსავლეთის მიმართულებით M2 ( მიკროავტობუსები) კატეგორიისთვის: ნინოშვილის ქუჩა – დავითაშვილის ქუჩა – ასათიანის ქუჩა,

M3 (ავტობუსები) კატეგორიისთვის: ნინოშვილის ქუჩა – სოხუმის ქუჩა – ასათიანის ქუჩა.

აღმაშენებლის გამზირზე, დასავლეთის მიმართულებით M2 კატეგორიისთვის: აღმაშენებლის გამზირი – იოსელიანის ქუჩა – ჩეჩელაშვილის ქუჩა – დუმბაძის ქუჩა.

#10 ავტობუსი, აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად, ქალაქის ცენტრამდე იმოძრავებს რუსთაველის ქუჩის გავლით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *