რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას

მონაკვეთზე, მეოთხე გვირაბთან მიწის მასა ჩამოიშალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიწის მასის ჩამოშლა ინტენსიურმა წვიმებმა გამოიწვია. 

ამ დროისათვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გზაზე შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მძიმე ტექნიკა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცახდებენ, რომ სატრანსპორტო მიმოსვლა დროის მოკლე მონაკვეთში აღდგება.

ამ დროისათვის დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით არის შესაძლებელი. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *