ქუთაისში მდუმარე აქცია

გაიმართება. Ჟურნალისტები, სამოქალაქო აᲥტივისტები, მოქალაქეები ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთვამენ და მდუმარე აქციას გამართავენ. Აქციის მონაწილეები ცენტრალურ მოედანზე, 19:00 საათზე შეიკრიბებიან.

Ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, რადიკალური ჯგუფების წარმამდგენლებმა სცემეს. Მას თავს “სირცხვილიას” ოფისის დარბევის დროს ჯგუფურად დაესხნენ. Ლექსო ლაშქარავას ტრავმები სახისა და თავის არეში ჰქონდა მიყენებული. Ოპერატორი დღეს, 11 ივლისს გარდაიცვალა.

Მომხარზე განცხადება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაავრცელა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *