“ტვ პირველის” ოპერატორს ლექსო ლაშქარავას დღეს

დაკრძალავენ. ახლა გარდაცვლილის სახლში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ცხედარს 15:00 საათზე გამოასვენებენ. კოლეგები ლექსოს სახლთან საპატიო დერეფანს მოაწყობენ და სიმბოლურად კამერებს დაუშვებენ.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებმა პროტესტი გამოხატეს. “არავის აქვს მორალური უფლება დღეს აქ იდგეს”-ასე მიმართეს მათ თამარ გაბუნიას, რომელიც სიტყვით გამოდიოდა. “დაისაჯონ დამნაშავეები”, “გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი”-მათ ამ შინაარსის წარწერები წარადგინეს.

ქუთაისელი ჟურნალისტები დღეს მდუმარე აქციას გამართავენ.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. 

5 ივლისს “ტვ პირველის” ოპერატორს სიძულვილის ჯგუფები “სირცხვილიას” ოფისის დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *