წყალტუბოში თეთრა მღვიმე მუშაობას სატესტო რეჟიმში დაიწყებს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში თეთრა მღვიმე მუშაობას სატესტო რეჟიმში დაიწყებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოში გვითხრეს, რომ მღვიმე სატესტო რეჟიმით ფუნქციონირებას დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს სისტემების მონიტორინგი, გიდებზე დაკვირვება და სხვადასხვა ტიპის სამუშაოები.

თეთრა მღვიმე იმერეთში ახალი ეკოტურისტული ობიექტია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმეში დანერგილია ინოვაციური სერვისი, რაც გულისხმობს ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას. მღვიმე ვიზიტორებს სპელეო-გამაჯანსაღებელ სეანსებსაც შესთავაზებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხომულში მდებარე მღვიმე 30 000 წლის წინანდელ ისტორიას ინახავს. იგი მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს, სადაც 15 000-მდე არქეოლოგიური მასალაა მოპოვებული, მათ შორის, პალეოლითელი ადამიანის იდაყვის ძვალი, რაც ადასტურებს, რომ მღვიმე პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა.

თეთრა მღვიმე, ელექტრონული აუქციონის შედეგად, 2019 წელს იჯარის ხელშეკრულებით გადაეცა შპს "თეთრა ჯგუფს". მეიჯარე კომპანიის მიერ, ხელშეკრულების დადებიდან 1 წელიწადში, თეთრა მღვიმის ეკოტურისტული სივრცის მოწყობაში 400 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

"მღვიმეში მოხდა ჭერისა და კედლების ვანდალური კვალისაგან გაწმენდა, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გასუფთავება, ვიზიტორთათვის მოეწყო ეკოტურისტული სივრცეები. აქ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მღვიმე და გაეცნონ მღვიმის უნიკალურ ისტორიას,"-განაცხადა მღვიმეს დირექტორმა, გიორგი ტყაბლაძემ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

მიგრაციის საკითხების გაშუქების შესახებ
ჟურნალისტებისთვის ტრენინგები გაიმართა.
11:59 / 08.12.2021

მიგრაციის საკითხების გაშუქების შესახებ ჟურნალისტებისთვის ტრენინგები გაიმართა.

მიგრაციის საკითხების გაშუქების შესახებ
ჟურნალისტებისთვის ტრენინგები გაიმართა.
11:59 / 08.12.2021

მიგრაციის საკითხების გაშუქების შესახებ ჟურნალისტებისთვის ტრენინგები გაიმართა.

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია
მიმდინარეობს.
11:36 / 08.12.2021

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია
მიმდინარეობს.
11:36 / 08.12.2021

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით,
კლუბები 17 დეკემბრიდან გაიხსნება.
15:59 / 07.12.2021

„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, კლუბები 17 დეკემბრიდან გაიხსნება.

გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 8 - 19 °C
img
ბათუმი 13 - 18 °C
img
სოხუმი 12 - 17 °C
img
ფოთი 13 - 18 °C
img
თელავი 5 - 14 °C
img
მესტია 0 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 19 °C
img
ბორჯომი 3 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა
12:52 / 08.12.2021


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა.
ქუთაისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა საკრებულოს წევრობაზე უარი თქვეს
21:22 / 07.12.2021

ქუთაისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა: “ქართული ოცნებიდან" ბაქარ მახარაძემ და “სტრატეგია აღმაშენებლიდან” დავით აბულაძემ საკრებულოს წევრობაზე უარი თქვეს.
შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით''-ირაკლი კობახიძე
16:16 / 07.12.2021
,,შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც ის იმუქრება კიდეც’’-
,,კოვიდპასპორტების აპლიკაციებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა’’-გიორგი ღიბრაძე
12:49 / 07.12.2021

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კოვიდპასპორტების აპლიკაციებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, რომლის აღმოფხვრაზეც მუშაობენ.