“ძველი ქალაქი” ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ბექა ყურაშვილს დაუკავშირდა აღნიშნული თემის გასარკვევად.
მისი თქმით, დაზიანებული მინის ფილა გამოიცვლება და გამოძიება დაადგენს იყო თუ არა მინის დაზიანება მიზანმიმართული ქმედება.


“რა დროსაც შემოვიდა შეტყობინება დაზიანების შესახებ, ჩვენმა სამსახურმა მაშინვე მოახდინა რეაგირება საკითხთან დაკავშირებით. ფილასთან განთავსებულია გამაფრთხილებელი ნიშანი, შემოწმდა დაზიანების ხარისხი. დაზიანებული ფილა გამოიცვლება, ხოლო გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა დაზიანება მიზანმიმართული ქმედება. ხიდზე მოძრაობა მოსახლეობისთვის სახიფათო არ არის,”- აცხადებს ბექა ყურაშვილი.

თეთრი ხიდის რეაბილიტაცია 2018 წელს განხორციელდა. ხის საფეხმავლო მასალა, რომლითაც ხიდი იყო მოპირკეთებული ლითონის და შუშის მასალით ჩანაცვლდა.
ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივმა ბიუჯეტმა დააფინანსა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *