ქუთაისში მოქალაქე სასტუმროს მეპატრონეს საზღვრების უკანონო გადმოწევაში ადანაშაულებს

Ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,ოთხი სეზონის’’ თანამშრომლებსა და მოქალაქე იულია ლანჩავას შორის.

იულია ლანჩავა მეზობლად მდებარე სასტუმროს მეპატრონეს საზღვრების უკანონო გადმოწევაში ადანაშაულებს. Ის ამბობს, რომ თუ სასტუმროს მის ტერიტორიაზე გამყოფი პერიმეტრის აშენების უფლება მისცა, მეზობელი სრულიად კანონიერად შეძლებს სასტუმროში ფანჯრების გაჭრას, რის მისი პირადი სივრცის დარღევას გულისხმობს.

 


,,37 სანტიმეტრით გადმოდის ჩემს ეზოში. 37 სანტიმეტრზე საუბარი არც მექნებოდა, მაგრამ თუ საზღვრის გადმოწევის უფლება მივეცი, სამი მეტრი ჩვენს შორის საკუთრებებს შორის დაცილება იქნება, რაც კანონით დადგენილი მანძილია იმისთვის, რომ კერძო საკუთრებაში ფანჯრები გაიჭრას. Ჩვენ არ გვინდა ვხედავდეთ სასტუმროში ადამიანების პირად ცხოვრებას. Ძალიან უხერხულია, როცა ფანჯრები ასე ახლოსაა,’’-აღნიშნა იულია ლანჩავამ.


Სასამართლო დავა სამი წლის წინ დაიწყო. როგორც იულია ლანჩავა ყვება, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2017 წელს გაიცა, 2018 წელს კი მეპატრონემ გამყოფი ღობე უკანონოდ მოანგრია, რის გამოც იულიამ სასამართლოს მიმართა. ის გადაწყვეტილების მიღებამდე მშენებლობის შეჩერებას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ჯებირის დემონტაჟის უკანონობა მხოლოდ მას შემდეგ დამტკიცდა, როცა სასტუმრო აშენებული იყო.

,,პროექტი გამოვითხოვე და ბევრი უკანონობა აღმოვაჩინე. Მათ გამყოფი კედლის მონგრევის უფლება არ ჰქონდათ. კანონით სამმეტრიანი დაცილება უნდა იყოს სახლებს შორის, რომ მესაკუთრეს ფანჯრების გაჭრის უფლება მიეცეს, მაგრამ სამმეტრიანი დაცილება არ იყო, მათ კი ფანჯრები გაჭრეს. Სასტუმრო უკვე აშენებული იყო, როცა გაირკვა, რომ ღობე უკანონოდ მოანგრიეს. Მივაღწიე, იმას, რომ ფანჯრები ამოვაშენებინე. Რაც შეეხება ღობეს, მეუბნედოდნენ, ახლა ფინანსები არ გვაქვს და როცა საშუალოება იქნება ამოვაშენებთო, მაგრამ ერთი თვის წინ მათმა ძაღლმა მეზობლის ბავშვი დაკბინა და ღობის გაკეთება დაიწყეს,ამჟამად ღობის მშენებლობის პროექტი კანონიერია, მაგრამ სასტუმროს მეპატრონე ჩემს საზღვრებს კვეთს. Თუ ამის უფლება მივეცი კანონით ფანჯრების გაჭრის უფლება მიეცემა, არადა ამ წლების განმავლობაში ძლივს მივაღწიე, რომ ფანჯრები ამოეშენებინათ,’’-ამბობს იულია ლანჩავა.


იულიამ დახმარებისთვის მერიას მიმართა, რის შემდეგაც ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები აზომვით სამუშაოებს დაესწრნენ და იულიას უთხრეს, რომ მეზობელი მის საზღვრებს არღევდა, თუმცა ამის დამატასტურებელი დოკუმეტი მისთვის არ მიუციათ.

,,ზედამხედველობას, რომ მივმართე თავიდან არქიტექტურის სამსახურთან გადამამისამართეს, მაგრამ არქიტექტურასთან საქმე არ მქონდა, რადგან სასტუმრო აშენებული იყო. თუმცა პატრულმა ზედამხედველობას აიძულა აეზომათ. Მოვიდნენ გივი სანიკიძე ზედამხედველობიდან და საბა ავალიანი ეკონომიკიდან, მათ მითხრეს, რომ სასტუმრო ჩემს საზღვრებში გადმოდიოდა. Ასევე მითხრეს, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ერთ საათში მექნებოდა. Ეს გუშინ მოხდა და აქამდე არანაირი დოკუმენტი არ მოუციათ. Დილით განაახლეს სამუშაოები, დაიწყეს ბეტონის ჩასხმა. Თუმცა შემდეგ მუშებმა, როგორც ჩანს, კონფლიქტს აარიდეს თავი და წავიდნენ,'’-ამბობს იულია ლანჩავა.


Იულიას გარდა წერეთლის #62-ში კიდევ ორი ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც ჯებირის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ და ამბობენ, რომ მშენებლობა კანონიერია.

Თავად სასტუმროში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. Გიორგი კიკნაძემ, რომელიც თავს სასტუმროს დაცვად ასახელებს, დღეს ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. Კომენტარისგან თავს იკავებს სასტუმროს მეპატრონე, ვარლამ მეტრეველიც.

Ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

მიგრაციის საკითხების გაშუქების შესახებ
ჟურნალისტებისთვის ტრენინგები გაიმართა.
11:59 / 08.12.2021

მიგრაციის საკითხების გაშუქების შესახებ ჟურნალისტებისთვის ტრენინგები გაიმართა.

მიგრაციის საკითხების გაშუქების შესახებ
ჟურნალისტებისთვის ტრენინგები გაიმართა.
11:59 / 08.12.2021

მიგრაციის საკითხების გაშუქების შესახებ ჟურნალისტებისთვის ტრენინგები გაიმართა.

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია
მიმდინარეობს.
11:36 / 08.12.2021

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია
მიმდინარეობს.
11:36 / 08.12.2021

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით,
კლუბები 17 დეკემბრიდან გაიხსნება.
15:59 / 07.12.2021

„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, კლუბები 17 დეკემბრიდან გაიხსნება.

გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 8 - 19 °C
img
ბათუმი 13 - 18 °C
img
სოხუმი 12 - 17 °C
img
ფოთი 13 - 18 °C
img
თელავი 5 - 14 °C
img
მესტია 0 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 19 °C
img
ბორჯომი 3 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა საკრებულოს წევრობაზე უარი თქვეს
21:22 / 07.12.2021

ქუთაისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა: “ქართული ოცნებიდან" ბაქარ მახარაძემ და “სტრატეგია აღმაშენებლიდან” დავით აბულაძემ საკრებულოს წევრობაზე უარი თქვეს.
შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით''-ირაკლი კობახიძე
16:16 / 07.12.2021
,,შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მითუმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც ის იმუქრება კიდეც’’-
,,კოვიდპასპორტების აპლიკაციებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა’’-გიორგი ღიბრაძე
12:49 / 07.12.2021

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კოვიდპასპორტების აპლიკაციებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, რომლის აღმოფხვრაზეც მუშაობენ.

სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
17:51 / 06.12.2021

3 დეკემბერს, ქუთაისის მერიასთან  დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.