იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობაზე ზაზა ცხაკაია დაინიშნა.

აღნიშნული თანამდებობა ივლისის დასაწყისში დატოვა სულხან თამაზაშვილმა. თამაზაშვილს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის უფროსის თანამდებობა 2018 წლის ოქტომბრიდან ეკავა.

რაც შეეხება ზაზა ცხაკაიას, 2016-2017 წლებში: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს უფროსი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს უფროსი გახლდათ.

2014-2015 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) უფროსი (სამმართველოს უფროსი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბაღდათის რაიონული სამმართველოს უფროსი.

2009-2010 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურა – დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *