საკორდინააციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს დიდ ქალაქებში შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 13 სექტემბრამდე არ ამუშავდება.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო.

“როგორც მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღო – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი რამდენიმე კვირის წინ გაჩერდა და ის 4 სექტემბერს უნდა ამუშავებულიყო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *