ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 83 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას დაავადებათა  კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 695 ადამიანი და ჩატარდა 38 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 308 PCR ტესტით.

NCDC-ის ინფორმაციით, დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.46%-ია, ხოლო 7 დღის მანძილზე კი – 8.60%.

ამ დროისთვის, საქართველოში ვირუსის 45 688 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *